Quantcast
Channel: My India - ჩემი ინდოეთი
Viewing all articles
Browse latest Browse all 69

თბილისში ჰემა მალინი ჩამოვიდა

$
0
0

თბილისში ორდღიანი ვიზიტით ბოლივუდის ვარსკვლავი ჰემა მალინი ჩამოვიდა. როგორც ცნობილია, ჰემა მალინი, გარდა იმისა, რომ მსახიობია, აქტიურად ეწევა პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ინდოეთში და პარლამენტის წევრიც არის. ამის გამო, სავარაუდოდ, მას დატვირთული სამუშაო გრაფიკი ექნება თბილისში და ალბათ ოფიციალურ შეხვედრებსაც გამართავს.

რაც შეეხება ბოლივუდის ფანებთან და ჰემა მალინის გულშემატკივრებთან შეხვედრას, წინასწარ არაფერია ცნობილი მისი რთული განრიგის გამო.

ინდოეთის ბევრი მოყვარულისთვის ჰემა მალინი კარგადაა ცნობილი, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებისთვის, ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა "ზიტა და გიტა", "შურისძიება და კანონი"და სხვა უამრავი.




Viewing all articles
Browse latest Browse all 69

Trending Articles